თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ კომპანია “სიტი პარკი” სასამართლოში წავა, თავის პოზიციებს მერიაც დაიცავს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“არ არის საინტერესო ეს საკითხი. ამაზე უკვე ვისაუბრე, გავაკეთე განცხადებები. თუ ისინი წავლენ სასამართლოში, ჩვენც შესაბამისად დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. არ არის საინტერესო მათი არგუმენტები, ეს უნდა წარადგინონ სასამართლოში”,- განაცხადა კალაძემ.
კომპანია “სიტი პარკი” თბილისის მერიას ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტის გამო სასამართლოში უჩივის.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.