ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის საპილოტე პროექტი აჭარაში

1178

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ევროპის საბჭოს ექსპერტებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ( ქედა, შუახევი, ხულო) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი, ეკა სეფაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, განიხილეს აჭარის რეგიონში მუნიციპალიტეტების  თანამშრომლობის საპილოტე პროექტი – “მყარი ნარჩენების მართვა”. სამინისტრომ გამოხატა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების გაღრმავებას.

წყარო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო