მაია ცქიტიშვილმა და რწმუნებულ-გუბერნატორებმა რეგიონებში არსებული პრობლემები განიხილეს

948

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

მაია ცქიტიშვილმა ყურადღება რეგიონების საინვესტიციო პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა. საუბარი შეეხო მოსახლეობის პირველად საჭიროებებს და სერვისების გაუმჯობესების აუცილებლობას.

მინისტრმა ადგილებზე არსებულ მდგომარეობაზე  და პრიორიტეტებზე, გუბერნატორებისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღო და მათი წინადადებებიც მოისმინა. როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ახლო მომავალში რეგიონებში გასვლას და არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობას გეგმავს.