დუშეთში ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნას წინ უძღოდა გასული წლის 30 ივლისს, ლიტვის ქალაქ მოლეტაიში დუშეთისა და მოლეტაის მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.
ცენტრის გახსნას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, ლიტვური ენისა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ვიდას კავალიაუსკასი, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, „ლიტვურ-ქართული კულტურული ცენტრის“ დირექტორი ირმა ჯანგირაშვილი ესწრებოდნენ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ახალი კულტურული ცენტრის გახსნა მიულოცა.