გარდაბნის მუნიციპალიტეტში 6 ბაღის რეაბილიტაციაზე მილიო ლარამდე დაიხარჯება

1460

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

სამუშაოები სოფელ გამარჯვებაში, მარტყოფში, ახალ სამგორსა და სართიჭალაში უნდა შესრულდეს. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, რომ სარეაბილიტაციო საქმიანობა ერთდროულად 3 ობიქტზე აწარმოოს. სატენდერო წინადადებების მიღება 13 აპრილიდან იწყება, სამუშაოები კი გამარჯვებულმა კომპანიამ 2 თვეში უნდა დაასრულოს