ხულოში გზის მარეგულირებელი სარკეების ნაწილი დაზიანებულია

699

ხულოში გზის მარეგულირებელი სარკეების ნაწილი დაზიანებულია, რის გამოც ავარიების რისკი გაზრდილია. ადგილობრივები სარკეების დროულად შეცვალს მოითხოვენ. ინფორმაციას “აიპრესი” ავრცელებს.

როგორც ხულოს მერიაში თქვეს, ახალი სარკეების შესაძენად მერიამ ტენდერი გამოაცხადა და ხელშეკრულებაც უკვე გაფორმდა. ხულოს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზაზა აბულაძის განცხადებით, სარკეების შეცვლასთან ერთად, დაბა ხულოს საჯარო სკოლის მიმდებარე ქუჩებზე სიჩქარის შემანელებელი ბარიერებიც მოეწყობა.

„დაზიანებული სარკეების აღდგენასთან ხელშეკრულება პირდაპირიწესით 1350 ლარზე გაფორმდა, დაზიანებულია სარკეები დაბა ხულოს, დეკანაშვილებსა და ოქრუაშვულების სასოფლო გზებზე. რაც შეეხება სიჩქრის შემანელებელ ბარიერებს ამისათვის გამოყოფილია 2500 ლარი მოხდება 25 მეტრის სიგრძის სიჩქარის შემანელებელი ბარიერების შესყიდვა. აღნიშნული ბარიერების განთავსება მოხდება დაბა ხულოს საჯარო სკოლის მიმდებარე ქუჩებზე’- განაცხადა ხულოს საფინანსო სამსახურის უფროსმა ზაზა აბაშიძემ.