თელავის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს დაიწყება

638

საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანიამ ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშოების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას “აიპრესი” ავრცელებს.

პროექტი ითვალისწინებს 6 ახალი ჭაბურღილის მშენებლობასა და 5 არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაციას, მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. ასევე, დაგეგმილია 5 ახალი რეზერვუარის მშენებლობა.

საპროექტო დოკუმენტაცია კომპანიის საპროექტო დეპარტამენტის მიერ მომზადდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) ,,ურბანული სერვისების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის’’ ფარგლებში აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.

ბოლო რამდენიმე წელია თელავის მოსახლეობას წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.