ქუთაისის მერიამ სამ თვეში სარეზერვო ფონდიდან 93 753 ლარი დახარჯა, ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა, ევროპული საქართველოს წევრმა მერაბ მეშველიანმა განაცხადა. “ევროპული საქართველოს” წევრის თქმით, მერია არ ასაჯაროვებს ინფორმაციას, ვის გაუწია დახმარება, რის გამოც მან კომისიის მიერ საკითხის შესწავლა მოითხოვა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
დეპუტატის თქმით, 87 000 ლარამდე გაიცა მატერიალურ დახმარებაზე, 7000 ლარი კულტურულ ღონისძიებებზე. მეშველიანი გამოთვლით, დღეში მერია 1562 ლარს გასცემს.
“გასაგებია, რომ არ გაქვთ პიროვნების გასაჯაროების შესაძლებლობა, მაგრამ იქნებ საკრებულოს დეპუტატებმა რომელიმე კომიტეტზე განიხილოს, ვინ იღებს ამ თანხებს”-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მათ აქვთ მსგავს ინფორმაციაზე წვდომის უფლება.
საკრებულის თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, პირადაა პასუხისმგებელი, რომ თანხა არამიზნობრივად არ გაიცემა, საწინააღმდეგოს დამტკიცების შემთხვევაში კი მზადაა, თანამდებობა დატოვოს.
ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდი წელს 500 ათასი ლარია.