წყალტუბოს სოფელში, სადაც გაზი არასდროს ყოფილა, ბუნებრივ აირს ითხოვენ

729

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სოფელში ბუნებრივი აირი არასდროს ყოფილა. გათბობის ერთადერთი საშუალება კი შეშის ღუმელია. ზედა მესხეთელები ჩივიან, რომ შეშის ფასმა მოიმატა და მის შეძენას ვეღარ ახერხებენ. მათ დახმარება წყალტუბოს მაჟორიტარ-დეპუტატს ცოტნე ზურაბიანს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვეს. ინფორმაციას topnews.ge ავრცელებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ პროექტი უკვე მომზადებულია და რამდენიმე თვეში მოსახლეობის გაზიფიცირება დაიწყება. 2018 წლიდან ზედა მესხეთის 371 ოჯახი გაზიფიცირდება.

“(მოსახლეობას) გავაცანით პროექტი, რომლის ღირებულება წარმოადგენს დაახლოებით მილიონ ლარს. ამ პროექტით 371 ოჯახს სრულად მოუგვარდება გაზიფიციქრების პრობლემა,” – თქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა ნიკა აფხაძემ.