შუახევსა და ხულოში ვიზიტორებისთვის საპიკნიკე ადგილები მოეწყობა

721

შუახევსა და ხულოში, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ვიზიტორებისთვის საპიკნიკე ტერიტორიები მოეწყობა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ლოკაციები უკვე შერჩეულია.

საპიკნიკე ინფრასტრუქტურა შუახევში ნენიის ხიდთან მოეწყობა, ხულოში კი მწვანე ტბაზე. პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადებულია.