მუნიციპალიტეტებში შიდა გზების მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. გზის რეაბილიტაცია წალენჯიხაში, მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში კეთდება 6 კმ სიგრძის შიდა გზა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
პროექტი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება, რაც მოსახლეობას საგრძნობლად გაუადვილებს გადაადგილებას. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მიმდინარე სამუშაოებზე 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.