14-17 სექტემბერს, პირველად საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფესტივალი – „ჩემი დიდი ქართული ქორწილი“. ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე წყვილი მიიღებს მონაწილეობას, ის, ვისაც სურვილი ექნება საქართველოში გადაიხადოს ქორწილი. ინფორმაციას “გაზეთი ბათუმელები” ავრცელებს.
„ჩემი დიდი ქორწილის“ ორგანიზატორია MICE და კომპანია GEO STUMARI. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი სამდღიანი იქნება, მონაწილეები კი ქართულ კულტურასაც გაეცნობიან.
უფრო ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ სტატია ამ ბმულზე.