ბათუმში მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება

663

ბათუმის მერია მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის,  ბინაზე მომსახურების მიზნით, ახალი პროგრამის დაფინანსებას გეგმავს.  პროგრამა სპეციალისტების ბინაზე მომსახურების გარდა მედიკამენტების მიწოდებასაც ითვალისწინებს და 50 ბენეფიციარზეა გათვლილი. ამის შესახებ ინფორმაციას “გაზეთი ბათუმელები” ავრცელებს.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების განათლებაზე ზრუნვას ამ მიმართულებით, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და  მათ გარემოში ინტეგრაციას:  „ამ პროგრამის მთავარი მიზანია, რომ  ხელი შევუწყოთ ასეთი მძიმე პაციენტების რეჰოსპიტალიზაციას,“ – ამბობს სოფიო მიქელაძე. 

პროგრამის ბიუჯეტი 58 100 ლარია.

სტატია უფრო ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.