წინამდებარე კვლევაში, რომელიც “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციამ” მოამზადა, მიმოხილულია ის სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას. ასევე, გაანალიზებულია 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის წარმომადგენგელობითი და აღმასრულებელი ორგანოების გენდერული შემადგენლობა.
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში არჩეულ ქალთა რაოდენობამ 13.5% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ უმნიშვნელოდაა გაზრდილი 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. 64 პირდაპირი წესით არჩეული მერიდან მხოლოდ ერთია ქალი.
იხილეთ კვლევა სრულად: ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა და არსებული საკანონმდებლო ბარიერები