„მწვანე მომავლმა“ ხობის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიაზე მომუშავე 12 მოწყობილობა დაამონტაჟა

689

ხობის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავლის“ მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.  ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს 2017 წელს ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და პროექტის ასპექტებზე ისაუბრეს. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. “მაქვს პატივი მოსახლეობის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათი ხელშეწყობა და ერთობლი პროექტების განხორციელება წარმოადგენს. ასოციაცია „მწვანე მომავლის“ მიერ განხორციელებული პროექტი მრავალმხრივ იყო საინტერესო. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ წყლის გამაცხელებლები მუშაობს მზის ენერგიაზე, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას და რესურსების დაზოგვას. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და მზად ვართ ვითანამშრომლოთ ასოციაციასთან, რათა ერთობლივად განვახორციელოთ საზოგადოებისათვის საჭირო სხვადასხვა პროექტები“, – განაცხადა გოჩა ქაჯაიამ.

გარემოსდაცვით სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავლმა“ ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მზის ენერგიაზე მომუშავე 12 მოწყობილობა დაამონტაჟა, მათ შორის, ოთხი – ხეთის, ქვემო ქვალონის, საჯიჯაოს საბავშვო ბაღებში.