ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელებმა, ეკა ნინიძემ და ავთანდილ მექვაბიშვილმა ოზურგეთის მერის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
კონკრეტულად, რა მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და გარდა სამსახურში აღდგენისა, სხვა რა კონკრეტული პრეტენზიები აქვს მერთან, ავთანდილ მევაბიშვილს ამაზე საუბარი არ სურს.
რაც შეეხება ეკა ნინიძეს, ის თავს უკანონოდ გათავისუფლებულად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ მერს სასამართლოს მოუგებს.
დღეისათვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებას, ქალაქისა და თემის გაყოფამდე, მისი ყოფილი ხელმძღვანელი, მაკა ჭყონია ხელმძღვანელობს.
ბაღების გაერთიანების ერთ ა(ა)იპ-ად ჩამოყალიბების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქალაქ ოზურგეთს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოართვეს და ის ოზურგეთის სათემო მუნიციპალიტეტს შეუერთეს.