მახინჯაურში წყალმომარაგების ახალ ქსელში 5 000-მდე აბონენტი ჩაერთვება

643

მახინჯაურში წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

1800 კბმ-იანი რეზერვუარი მწვანე კონცხის, მახინჯაურის, განთიადისა და თამარის დასახლებაში მცხოვრები აბონენტებისთვის წყლის თვითდენით მიწოდებას უზრუნველყოფს და ჯამში 5000-მდე აბონენტი წყალმომარაგების ახალ ქსელში ჩაერთვება.

რეზერვუარის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალ სისტემაზე დაერთების სამუშაოების შესრულებას შპს „ბათუმის წყალი“ უზრუნველყოფს.

რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უნდა დასრულდეს.

მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარი ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში შენდება. 

პროექტის ღირებულება 2 მილიონ 2000 ათას ევროს შეადგენს.