კალაძე: სიტი პარკზე გადაწყვეტილება არ გადავადდება, არანაირი სასამართლო დავა არ არის

699

წინა სტატია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, კომპანია სიტი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღის გადადება არ განიხილება, “გადაწყვეტილება უკვე მიღებულია”. მერი ასე გამოეხმაურა კომპანიის ადვოკატების მიმართვას, რომელიც მათ მერიაში შეიტანეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. არანაირი გადავადება. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია”, – განაცხადა კალაძემ.

სასამართლო დავების დასრულებამდე, სიტი პარკი თბილისის მერიისგან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ მერიას დღეს დილით მიმართა. 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.