სასამართლო დავების დასრულებამდე, სიტი პარკი თბილისის მერიისგან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ მერიას დღეს დილით მიმართა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
როგორც სიტი პარკის ადვოკატი ნათია წკეპლაძე ამბობს, კანონის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტაზე საუბარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა დაიწყოს.
“ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს ყველა განკარგულება თითქოსდა ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო. მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება მსჯელობა ხელშეკრულების გაწყვეტაზე” – თქვა ადვოკატმა ნათია წკეპლაძემ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.