თამაზ მეჭიაურმა ზედამხედველობის სამსახურის უფროსი წარადგინა

877

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა მერიის თანამშრომლებს ზედამხედველობის სამსახურის უფროსად პაატა მიღდისელი წარუდგინა. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პაატა მიღდისელს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იგი  1976 წლიდან მუშაობდა ეკონომისტის, ფინანსისტის, აუდიტორის სპეციალობით სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროში, შემოსავლების სამსახურში, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში.