თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბოდახევსა და ლიშოში, წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივმა სერვისცენტრმა წყალმომარაგების მილი მდინარე იორიდან გზის ზედაპირზე გადმოტანა და ახლით ჩაანაცვლა.
ამ სოფლების მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ხშირი იყო დაზიანებისა და წყლის ამღვრევის ფაქტები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად სოფელ ბოდახევსა და ლიშოში საგრძნობლად შემცირდება დაზიანებები და ადგილობრივები უწყვეტი ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.