გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღს ინვენტარი გადასცეს

567

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღს – შაშიანის, ვაზისუბნის, ვაჩნაძიანის, კალაურის N1 და N2 საბავშვო ბაღებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision“-მა საჭირო ინვენტარი გადასცა. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

საბავშვო ბაღებს, აღსაზრდელების რაოდენობის გათვალისწინებით, მაგიდები და სკამები გადაეცათ, რომელიც სტანდარტების შესაბამისად ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა შერჩეული. ასევე, ყველა ჯგუფს გადაეცა გამყოფი თაროები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაცია „world vision“- ს აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მუშაობა ბაღის პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო კუთხით. 

ორგანიზაცია „world vision“- ი კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ სოფლებში პროექტებს 2009 წლიდან ახორციელებს და თანამშრომლობა 2021 წლამდე გაგრძელდება.