ნაძალადევის რამდენიმე ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1118

ნაძალადევის რაიონში, ჯავის მე-3 შესახვევში ძირითად ნაწილზე ორი ფენა ასფალტი, მცირე ნაწილზე კი – ბეტონის საფარი დაიგება. ინფორმაციას გამგეობა ავრცელებს.

გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, ჯავის მე-3 შესახვევში წყალსადენის მოძველებული ქსელი ახლით შეიცვალა. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ასევე, გზა ფრაგმენტულად კეთდება სააკაძის ქუჩაზე, დადიანის მე-2 მ/რ-ის მე-2 კორპუსთან. აღნიშნულ მისამართზე ამ ეტაპზე ასფალტის ძველი ფენა იხსნება. პროექტის ფარგლებში, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ახალი ბორდიური მოეწყობა, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ასფალტის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.