„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის, მაგდა ჯიმშელეიშვილის დახმარებით მოქალაქე მაია მახაჭაშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დავა მოუგო ქ.თბილისის 144-ე საბავშვო ბაგა-ბაღს. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს.
სასამართლომ მაია მახაჭაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია. მოპასუხე მხარეს დაევალა მახაჭაშვილის სამსახურში აღდგენა და განაცდურის სახით 10 000 ლარის ანაზღაურება.
მაია მახაჭაშვილი წლების განმავლობაში 144-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მუშაობდა. თუმცა, 2016 წლის ივნისში იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლომ მახაჭაშვილის გათავისუფლება უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია.
თუ თვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შელახა თქვენი ინტერესები, დაუკავშირდით ჩვენი სამართლებრივი დახმარების ცენტრებს საქართველოს რამდენიმე ქალაქში:
თბილისი: აღმაშენებლის 61, ტელ: 032 260 15 08;
ზუგდიდი: ცოტნე დადიანის 2, ტელ: 0415 22 37 20;
ბათუმი: ფარნავაზ მეფის 74, ბინა 9; ტელ: 0422 29 44 88;
ქუთაისი: თამარ მეფის 21, ტელ: 0431 25 45 31.