მარნეულის სოფელ წერეთელში სკვერის რეაბილიტაციის ტენდერში 1 კომპანია მონაწილეობდა

922

მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს, სოფელ წერეთელში არსებული სკვერის ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამოხადებული ტენდერი 14 მარტს დასრულდა. ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „ტაო“-მ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას “მარნეულის რადიო” ავრცელებს.

სკვერის კეთილმოწყობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 171 232 ლარი იყო, კომპანია “ტაომ” კი მუნიციპალიტეტს 165 498 ლარი შეთავაზა.

ტენდერის მიხედვით, წერეთლის სკვერის საპროექტო სივრცე ფუნქციურად ორ, ისტორიულ და ყოველდღიურ თანამედროვე ზონად უნდა გაიყოს. კომპანიას, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, ორივე ზონის კეთილმოწყობა დაევალება.

პირველ ზონაში 9 აპრილის მემორიალი უნდა განახლდეს და მოპირკეთდეს; არსებული ასფალტის საფარის ნაცვლად, უნდა მოეწყოს ქვაფენილი და გათვალისწინებულია არსებული განათების დიზაინის განახლება–შეცვლა. პროექტი, ასევე ითვალისწინებს საპროექტო ტერიიტორიის ღობის განახლებას და რეკონსტრუქციას.

მეორე ზონა რამოდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოაწყოს ცენტრალური შესასვლელი, აუზის სივრცე ყვავილების გაზონითა და სასმელი წყლის შადრევნით, სპორტული ატივობების სივრცე, საბავშვო ატრაქციონების სივრცე ფერადი საფარით, მშობლების და სამკითხველო სივრცე  (წიგნების ყუთებითა და განათებით), ზრდასრულების გასართობი სივრცე შესაბამისი ავეჯით და ახალი ხე–ნარგავებით,  მოსასვენებელი სივრცე დახურული სკამ –საქანელით და ახალი ხე-მცენარეებით, ბავშვთა მოსასვენებელი სივრცე დეკორატიული მორებით, მცირე ნაგებობა საჭირო ინვენტარის შესანახად, თაროებით და მცირე ღიობით სცენის მხარეს, სადაც განთავსებული იქნება პროექტორი; ასევე სცენა, რომელიც ნაწილობრივი გადახურვის პრინციპით იქნება, ასევე ტრიბუნები მაყურებლებისთვის.