გუდაურში გონდოლები ერთმანეთს შეეჯახნენ, არიან დაშავებულები. ვიდეო

1174

უდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. კერძოდ, გონდოლები ერთმანეთს შეეჯახნენ. დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის შვედეთის მოქალაქე, რომელიც ორსულად არის, და უკრაინის მოქალაქე. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ორი მათგანი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, უკვე გადამოჰყავთ თბილისში. ამ ინფორმაციას ყაზბეგის მერი, ალექსანდრე ზაგაშვილი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით აღძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გუდაურში ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაემგზავრა.