მეზღვაურთა ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მაისში დასრულდება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ასფალტ – ბეტონის საფარი; საყრდენი კედელი; ბაზალტის ბორდიურები; ტროტუარები ორშრიანი დეკორატიული ფილებით; უსინათლოთა ბილიკები.
პროექტის ღირებულება 344 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ერტედე“ ასრულებს.