შუახევში “ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე არასწორად შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
მირზა თურმანიძის თქმით, სოფელ უჩამბის საავტომობილო გზაზე მეწყერ-საწინააღმდეგო გაბიონი არასწორად მოეწყო. მისი მტკიცებით, სამუშაოები გეოლოგიური დასკვნის მიხედვით არ ჩატარებულა, რამაც მეწყრის გააქტიურება გამოიწვია.
შუახევის მერიის განმარტებით კი, სამუშაოები გეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიწყო. მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, მეწყერი უჩამბის გზაზე ხშირად ვითარდება, თუმცა, გაწმენდითი სამუშაოები მალევე ტარდება.