ქუთაისის მერია ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს. ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის ზაზა ჩხიკვაძის თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის გაცემულია სპეციალური ნებართვა. ამის შესახებ IPN-ი წერს.
„მათ აქვთ ვადები და ჩემი ინფორმაციით, ინტენსიური სამუშაოები დაიწყება მაისის თვეში. ამ პერიოდისთვის მოსამზადებელი სამუშაოების 40 % შესრულებულია. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე, გაგრძელდება სხვა ლოკაციებზე მუშაობა, რომლის შემდეგ განისაზღვრება საბოლოო განაშენიანების ვადები“, – განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.
დღეს ენმ-ს წევრმა გიგა შუშანიამ თქვა,რომ მთავრობის დაპირება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით არის მორიგი ტყუილი და მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ნაწილია.
ტექნოლოგიური უნივესტირეტის მშენებლობას საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა.