13 მარტს ენერგოომბუდსმენი თელაველებს შეხვდება

775

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 13 მარტს, სამშაბათს, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი თელავის მოქალაქეებს შეხვდება.

ეხვედრა დაგეგმილია 15:30-ზე, თეატრის წინ, სადაც აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე მიიღონ კონსულტაცია და დაწერონ განცხადება ენერგო კომპანიასთან არსებული პრობლემის შესახებ.

ამისათვის აბონენტებმა თან უნდა იქონიონ აბონენტის ქვითარი და პირადობის მოწმობა. მერია განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოუწოდებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს, რომელთაც აქვთ სასმელი წყლის ხანდაზმული დავალიანებები მობრძანდნენ შეხვედრაზე და დაწერონ განცხადება დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.