თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ბოლო ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა.
“თბილისი ყოველთვის იყო მოვლენების ეპიცენტრი. საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, იმ ცუდი და კარგი რაღაცების დასასრულიც და დასაწყისიც, რაც ხდებოდა, იყო თბილისი. დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ის სიმდიდრე, რაც ამ ქალაქს გააჩნია, მოვაწესრიგოთ, მოვუაროთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. მინდა დღეს გუდიაშვილის მოედნიდან მივმართო ყველა ხელოვნებათმცოდნეს, ყველა რესტავრატორს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მართლა ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ძეგლებს, თოთოეულ ეზოს, აივანს, ჭიშკარს მოვუაროთ, რომ შევინარჩუნოთ – ჩვენი კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის და ერთად განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უფრო უკეთეს გახდის ხვალინდელ თბილისს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი 17 თებერვალს დაიწყო.
4 ეტაპი გუდიაშვილის მოედანზე უკვე დასრულებულია. ძეგლების კონსერვაციის, კომუნიკაციების შეცვლის და დაპროექტების შემდეგ იწყება აღდგენითი სამუშაოები.