ქალაქ კასპში მალე სამი ქუჩის მოასფალტება და მოწყობა იგეგმება. საუბარი თაყაიშვილის, ჭონქაძის ქუჩის წრიულის, თაყაიშვილის ქუჩის I ჩიხისა და ეფრემ მეორის ქუჩის რეაბილიტაციაზე (1 317 გრძივი მეტრი). ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
გზის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 შეასრულებს. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.