სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გურჯაანის საცურაო აუზმა მუშაობა განაახლა. სპორტკომპლექსის დირექტორის არჩილ გოგიაშვილის თქმით, სრული დატვირთვით ამუშავდა როგორც დიდი, ასევე პატარა აუზიც, რომელიც 3- დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
არჩილ გოგიაშვილის თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში სოფელ კაჭრეთის, კარდენახისა და კახიფარის მიმართულებით დაინიშნება უფასო ტრანსპორტი, რომელიც მსურველებს სპორტკომპლექში ჩამოიყვანს. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სკოლის დირექტორებთან და სიების დაზუსტების შემთხვევაში, გრაფიკიც შედგება.