გორის სოფელ ქვემო ხვითში 26 წლის წინ დახურული ბაღის გახსნას ითხოვენ

613

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის საბავშვო ბაღი, მეურნეობის გაუქმებასთან ერთად, 26 წლის წინ დაიხურა. მას შემდეგ ბაღის აღდგენა არაერთხელ დაანონსდა, თუმცა პროცესები სხვადასხვა მიზეზით ჭიანურდებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო ბავშვები სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

ბაღის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ შენობა ჯერ სათანადოდ აღჭურვილი არ არის. დირექტორის თქმით, ჯერერობით ვერ გათბობის სისტემა მოეწყო.

საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, საბავშვო ბაღის აღდგენასა და ძველი ფუნქციის დაბრუნებას, მოსახლეობა მოთმინებით ელოდება. ზურა ყაჯრიშვილის თქმით, პრობლემების მოგვარების მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ქვემო ხვითის საბავშვო ბაღის გახსნამდე ბოლო დეტალებს აზუსტებენ. ვახტანგ გიუნაშვილი ადგილობრივებს აიმედებს, რომ დაწესებულება მალე გაიხსნება.