გორის მერია ახლად ჩამოყალიბებული ა(ა)იპ – ების დასაფინანსებლად 12 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს. ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ გორის მუნიციპალიტეტის მერიაზე დაყრდნობით წერს.
დოკუმენტის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გორის მერიის შერწყმის შემდეგ, ოთხი ახალი გაერთიანება წარმოიშვა.
ყველაზე დიდი დაფინანსება სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ მიიღო – 2018 წელს სააგენტოს 5 მლიონ 800 ათასი ლარით დააფინანსებენ.
კეთილმოწყობის სააგენტო 2 386 500 ლარს, ხოლო კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო 2 171 100 ლარს მიიღებს.
სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო კი სხვადასხვა პროექტებისათვის 1 712 000 ლარს დახარჯავს.