ქუთაისის მერიის კულტურის ა(ა)იპ-ებიდან 45 თანამშრომელი გათავისუფლდა

988

ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ა(ა)იპ-ებში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ფილიალებიდან  45 თანამშრომელი  გათავისუფლდა. ა(ა)იპ-ში განმარტავენ, რომ გათავისუფლდნენ ზოგადი სპეციალისტების სტატუსის მქონე თანამშრომლები, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ  ხელშეკრულების საფუძველზე დაბრუნდნენ სამსახურში. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

“ფილიალებში, ისევე როგორც ადმინისტრაციაში, თანამშრომლები გაფორმებული იყვნენ ზოგადი სპეციალისტის სტატუსით. ამჟამად ზოგადი სპეციალისტის შტატები გავაუქმეთ. 58-ვე ადამიანი მიიღებს ერთთვიან კომპენსაციას. გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ. ერთი თვის განმავლობაში დარგის სპეციალისტებად ხელშეკრულებით  მოხდება იმ ადამიანების აყვანა, რომლებიც წარმოდგენილი ანგარიშებისა და დახასიათებების საფუძველზე შეირჩევიან,”-განაცხადა რეზო თედორაძემ.

ა(ა)იპ-ში განმარტავენ, კომისიას დახასიათებების განხილვისათვის 20 დღე დასჭირდება. რაც შეეხება ფილიალებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს, მათი რაოდენობა სკოლების მიხედვით სხვადასხვაა.