ოზურგეთში ახალი გერბისა და დროშის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდება

1118

მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ დღის წესრიგში ახალი სიმბოლოების შემუშავების საკითხი დადგა. ამის შესახებ დღეს ოზურგეთში სამანდატო, საპროცედურო,იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიაზე იმსჯელეს. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

“ქ.ოზურგეთისა და ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ ძალადაკარგულად მიიჩნევა არსებული სიმბოლოები. კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით, შესაძლებელია აღდგენილ იქნას გაყოფამდე არსებული სიმბოლოები ან შემუშავებულ იქნას ახალი. გაყოფამდე არსებული სიმბოლოები ჰერალდიკის საბჭოს მიერ არ იქნა მხარდაჭერილი, ამიტომ საჭიროა დაიწყოს მუშაობა ახალი გერბისა და დროშის ნიმუშების შემუშავებისათვის, კერძოდ- კონკურსის გამოცხადებისათვის. “-აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ, ეროდი კორდელაძემ.

მუნიციპალიტეტი დღეს, ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის სიმბოლოებით სარგებლობს.