ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად 101 ადამიანი სამსახურს დაკარგავს

1121

ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის შემდეგ 101 თანამშრომლით ნაკლები იმუშავებს, პროცესი კი 1 მაისს დასრულდება – ამის შესახებ დღეს ბათუმის მერმა ისაუბრა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ლაშა კომახიძემ თვითმმართველობის ახალი სტრუქტურა წარადგინა. მერიაში 9 ნაცვლად 10 სამსახური იმუშავებს, დაემატა ახალი განყოფილებებიც. ლაშა კომახიძის განმარტებით, სამსახურის უფროსებს მოადგილეები აღარ ეყოლებათ. ასევე გაუქმდა და გაერთიანდა რამდენიმე ა(ა)იპ-ი.

შეიქმნა ახალი, მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური, რომელიც სამ განყოფილებას აერთიანებს.  ერთი მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვისა და რისკების განსაზღვრაზე იმუშავებს. მეორე სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის მიმართულება, მესამე კი საინვესტიციო პოლიტიკის და საგრანტო პროგრამების მართვას ჩაიბარებს.

მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურში ერთიანებდა, გარევაჭრობის, რეკლამისა და საიჯარო ნებართვების, ზედამხედველობის საკუთრების აღიარებისა და სერვისებისა და კორდინაციების განყოფილებები. იგივე სამსახური გაუწევს კოორდინაციას მერიის აიპებსა და შპს-ებს. ზედამხედველობის სამსახური ცალკე არ იფუნქციონირებს.

ქალაქ განვითარების და ურბანული პოლიტიკის სამსახური 4 განყოფილებას აერთიანებს და ემატება ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილებები.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურში 4 განყოფილება და 5 ა(ა)იპ-ი გაერთიანდა. სამსახურს ახალი მიმართულებითაც მოუწევს მუშაობა. საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის მიხედვით, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ბიუჯეტის განკარგვის, კონტროლის, სარეაბილიტაციო/სამშენებლოდ სასწავლო დაწესებულებების შერჩევის ფუნქცია თვითმმართველობებს გადაეცემათ. ბათუმის მერი ამბობს, რომ საჭიროა ახალი საკადრო რესურსი, რომელიც მუდმივად იქნება კავშირზე განათლების სამინისტროსთან.

რეორგანიზაციის ფარგლებშ მერიის ადმინისტრაციაში გაუქმდა პროტოკოლის განყოფილება.

მერიაში, ლაშა კომახიძის ბრძანებით 4 ა(ა)იპ-ის ლიკვიდაცია მოხდა. რეორგანიზაციის შედეგად კი 700 000 ათასი ლარი გამოთავისუფლდება. ამასთან, ბათუმის მერი ამბობს, რომ ავტომანქანებისა და საწვავის განკარგვის წესის ცვლილების შედეგად 73, 400 ლარი დაიზოგა.