პროექტში ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის” 18 მუნიციპალიტეტია ჩართული

731

ქუთაისში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის სამდივნოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანია იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე ერთობლივი მსჯელობა და საზოგადოებისთვის ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის არსებული შესაძლებლობების გაცნობა.

შეხვედრის დროს წარმოდგენილი იყო ინფორმაცია იმერეთის მუნიციპალიტეტების ეკონომიკის შესახებ და ინიციატივის ფარგლებში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრი მუნიციპალიტეტებისთვის არსებული პროდუქტების შესახებ.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით 6 ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის არის საქართველო. საქართველოს მასშტაბით კი მასში 18 მუნიციპალიტეტია ჩართული. აქედან  იმერეთის 8 მუნიციპალიტეტია: ქუთაისი, თერჯოლა, ხონი, საჩხერე, ზესტაფონი, წყალტუბო, ტყიბული და ბაღდათი.

პროექტის მონაწილეებისთვის იმართება ტრენინგები, ვორქშოპები, სადაც მათ ეძლევათ შესაბამისი ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ მუნიციპალიტეტებში  გამოიყენებენ.

პროექტის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ბიუჯეტი 5 მილიარდი ევროა. თანხა 6 ქვეყანაზე ნაწილდება. პროექტი 2017 წელს დაიწყო.