სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლიანში მდებარე სათნოების სახლში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა. ინიციატივა ჰოლანდიაში მცხოვრებ 13 წლის გიორგი ვენკოს ეკუთნის, რომელიც დედით ქართველია. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
სათნოების სახლში 25 ბენეფიციარი ცხოვრობს და ისინი სოციალურად დაუცველ კატეგორიას მიეკუთვნებიან. ზაფხულის არდადეგებზე, დედასთან ერთად კახეთში სტუმრობისას, გიორგი სათნოების სახლში მივიდა. გიორგი ვენკოს თქმით, ბენეფიციარების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უზრვენველსაყოფად, ჭაბურღილი გაითხარა.
“საქველმოქმედო აქციის მოწყობა გადავწყვიტე და დავაფუძნე ფონდი“დაეხმარე საქართველოს“, რომლის საშუალებით სათნოების სახლში არსებული წყლის და ამორტიზებული სახურავის პრობლემა მოგვარდებოდა. საქველმოქმედო პროექტის განხორციელებაში უამრავი ხალხი დააინტერესა და ახალგაზრდებმა თანხების მობილიზება დაიწყეს”, – ამბობს გიორგი ვენკო.