კონსტანტინე შარაშენიძემ ოზურგეთის მუზეუმის გაერთიანების ხელმძღვანელი დანიშნა

566

ოზურგეთის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის ბრძანებით, მუზეუმების გაერთიანების დირექტორად გოგა ტრაპაიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბე” ოზურგეთის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტრაპაიძე დღემდე ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი იყო, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად კი, ის სამუზეუმო გაერთიანებას უხელმძღვანელებს, რომელშიც რაიონში არსებული თითქმის ყველა მუზეუმი და ყველა სახლ-მუზეუმი შედის.