ზუგდიდის არტ-გალერეაში გამოფენა – “გარინდული წამი” მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ექსპონატები მე-19 საუკუნის ზუგდიდისა და ამავე პერიოდის ყოფილი ზუგდიდელების კერძო კოლექციიდან. გამოფენაზე სულ 110 ექსპონატი იყო წარმოდგენილი.
პარალელურად, არტ-გალერეასთან საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს ხელმოწერების შეგროვებას ზუგდიდისათვის თვითმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით.