ქობულეთში თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან ტერიტორია მოუწესრიგებელია

650

ქობულეთში თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან ტერიტორია დანაგვიანებული და მოუწესრიგებელია. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ცენტრალურ მაგისრალთან ახლოს არსებული მონაკვეთის  მოწესრიგებას  ამ დრომდე, როგორც შპს ,,ქობულეთის სანდასუფთავებაში” აცხადებენ, არასაკმარისი ტექნიკის გამო ვერ ახერხებენ. სულიკო ბლადაძის თქმით, ხელოვნურად მოწყობილი ნაგავსაყრელები ქალაქის მასშტაბით რამდენიმე უბანში გაიწმინდა.  მომავალი კვირიდან კი როგორც შპს-ეს ხელმძღვანელი აცხადებს, თავისუფალი ტურისტული ზონის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდება.