ზუგდიდში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენას ითხოვენ

786

ზუგდიდში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენას ითხოვენ. ამ მოთხოვნით უკვე 10 დღეა ხელმოწერები გრძელდება. ინიციატივების ავტორების განმარტებით ქალაქს უნდა მიეცეს საშუალება ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტის მართვის საშუალება. ამ დროისათვის 1000–მდე ხემოწერაა შეგროვებული, შეგროვების შემდეგ კი საზოგადოება “ზუგდიდელის” წარმომადგენლები პარლამენტს მიმართავენ, რათა წინადადების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი წესების დაცვით მოხდეს.