ზუგდიდში, ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. როგორც საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, მათ უკვე ათასამდე ხელმოწერა აქვთ. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაწყებული თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის პროექტი ითვალისწინებს საქართველოში რამდენიმე ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასაც, სწორედ ამ პროექტის საფუძველზე დაიწყო ზუგდიდში საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერების შეგროვება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!