ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი მექანიზმი – პეტიცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ გამოიყენა და საკრებულოს სამი პეტიციით მიმართა და მათი დარეგისტრირება მოითხოვა. ინფორმაციას ოზურგეთის საკრებულო ავრცელებს.
საკრებულოს მიერ პეტიციებს განიხილვამდე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ინიციატორ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი”-ს წარმომადგენელ ოთარ რევიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ძირითადად დარეგისტრირების პროცედურული საკითხებზე იმსჯელეს, რათა საკრებულომ კანონით დადგენილი ყველა ნორმის გათვალისწინებით დაიწყოს პეტიციების განხილვა. მსჯელობის პროცესში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პეტიციის მნიშვნელობასა და მოქალქეების აქტიურობაზე.
“საკრებულოს მიღწევები გამჭირვალობის, მოქლაქეთა ჩართულობისა და ანაგარიშვალდებულების მიმართულებით, დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, როგორც თქვენს ორგანიზაციასთან, ასევე სამოქალქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან. მივესალმებით, რომ დღეს მოქალქეები ერთვებიან თვითმმართველობის განხორციელების პროცესში პეტიციის გამოყენებით. ეს არის კარგი პრეცედენტი, გავზარდოთ მათი როლი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში. საკრებულო ყოველთვის მზად არის თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მხარი დაუჭიროს კარგ, საჭირო ინიციატივებს“, – თქვა შეხვედრისას დავით დარჩიამ.
სამი პეტიციის განხილვას საკრებულო მას შემდეგ დაიწყებს, როდესაც კანონით გათვალისიწნებული ყველა პროცედურის დაცვით დარეგისტრირდება.