აბაშაში შესაძლოა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებელი ცენტრი შეიქმნას

512

არასამთავრობო ორგანიზაცია “სოპნის” წარმომადგენლების თქმით, აბაშაში ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებს, რაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებელი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. ინფორმაციას აბაშის მერია ავრცელებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, აბაშის მერს ლევან მაკალათიას საქართველოს კოოპერატივების არასამთავრობო ქოლგა ორგანიზაცია „სოპნის“ წარმომადგენლები და ამავე ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, იოახიმ ერნესტ ჰოლი შეხვდნენ. გერმანელმა სტუმარმა ლევან მაკალათიას ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა.

„ლევან მაკალათია არის პირველი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ბოლომდე ჩასწვდა ჩემი იდეის არსს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა იქნება შედეგის მომცემი, უპირველესად კი მუნიციპალიტეტისთვის მომგებიანი“- განაცხადა იოახიმ ერნესტ ჰოლმა.