ხელვაჩაურში დაზიანებული საკანალიზაციო მილების შეცვლას ითხოვენ

868

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის 11 ნომერში მცხოვრებლები დაზიანებული საკანალიზაციო მილების შეცვლას ითხოვენ. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

მოსახლეობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა. მილების გაწმენდის თანხას კი თავად იხდიან. მერიას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს ,,ევროპული საქართველოს’’ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

კომპანია ,,ბათუმის წყალში’’ განმარტეს, რომ ფრიდონ ხალვაშის გამზირს წყალარინების ქსელი  არა აქვს და არც გეგმა არსებობს.  რაც შეეხება უფასო მომსახურებას, ბათუმის წყლის პიარ- მენეჯერის თქმით, სეპტიკური  ავზების ამოტუმბვისათვის საჭირო თანხას აბონენტი იხდის.