ლანჩხუთში საბავშვო ბაღიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს

887

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის, ჩოლობარგის საბავშვო ბაღიდან გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა საკვები პროდუქტები მოიპარეს. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქურდობა ღამე 8 თებერვალს მოხდა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს: “მხილებულია ერთი პირი და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები”- ამბობენ უწყებაში.