ქუთაისში ენერგიის გამომმუშავებელი ველოსიპედები დაიდგმება

1070

ქუთაისში, პროექტ “Сharging Eco Space”-ის ფარგლებში, სპეციალური ველოსიპედები დამონტაჟდება, რომლებიც ენერგიას გამოიმუშავებენ. ინფორმაციას topnews.geავრცელებს.

ელოსიპედების მშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ერთი მხრივ, გამოიმუშავოს ენერგია და, მეორე მხრივ, დატენოს ნებისმიერი მოწყობილობა – მობილური ტელეფონი, ტაბლეტი, ლეპტოპი და ა.შ.

“ამ ეტაპზე ვარჩევთ სკვერს, სადაც დავამონტაჟებთ ველოსიპედებს სპეციალური ენერგოშემნახველი აპარატით. ჯამში 3 ველოსიპედის დადგმა იგეგმება. აქედან 2 დამონტაჟდება სკვერში და 1 უშუალოდ ორგანიზაციაში, რადგან ჩვენთან კვირის მანძილზე 150-მდე ადამიანი მოდის. პროგრამის ფარგლებში ჩავატარებთ სამ აქტივობას: აქცია- „გაუკეთე სიკეთე პლანეტას“; დისკუსია “მწვანე ქალაქის” განვითარებაზე და შეხვედრა „კლიმატური წვეულების“ ფორმატში. პროექტით გვინდა მოსახლეობამ დაინახოს ალტერნატიული ენერგოსაშუალებების მაგალითები და დაფიქრდნენ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებზე,” – ამბობს RICDOG-ის გენერალური მდივანი ეკატერინე მარუქაშვილი.

მარუქაშვილის თქმით, პროექტის მიზანია შექმნას სივრცე, სადაც თემს შესაძლებლობა ექნება გამოხატოს თავისი მოსაზრებები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.

პროექტი 6 თვიანია.